Saturday, November 10, 2018

დღე მეცხრე

 სასიამოვნო იყო ტრენინგზე ნასწავლის შეჯამება და პრაკტიკაში გამოყენება' და თითოეული მონაწილის პრეზენტაცია. გაწეული უზარმაზარი   შრომისათვის  უღრმეს მადლობას გიხდით ბატონო დავით.

Sunday, November 4, 2018

დღე მერვე

საინტერესო სამუშაო დღე იყო, გავიმეორეთ გავლილი მასალა,ვისწავლეთ შესრულებული დავალებების შესაბამის საქაღალდეებში შენახვა. ყურადღებიანი და გულისხმიერი ბრძანდებით ბატონო დავით,გმადლობ.

Saturday, November 3, 2018

დღე მეშვიდე

ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე გვქონდა,განვიხილეთ წინა მეცადინეობის დავალებები, ვიმუშავეთ მეექვსე მოდულში მოცემულ საკითხებზე, გავეცანით შეფასების რუბრიკებს,ჩეკლისტებსა და ა. შ. დიდი მადლობა ბატონო დავით

Sunday, October 21, 2018

დღე მეექვსე

სამუშაო დღე საინტერესო და მნიშვნელობანი იყო,გავეცანი გუგლის ინსტრუმენტებს,ყურადღება გავამახვილეთ თარგმანის შესაძლებელ ვარიანტებზე,დავათვალიერეთ რუკები, განვიხილეთ მოსწავლეთა დაწყვილების შესაძლო ვარიანტები მესამე მოდულში და ა. შ. გმადლობ ბატონო დავით.

Saturday, October 20, 2018

დღე მეხუთე

მეხუთე დღე ტრენინგი საინტერესო იყო,გავეცანით და ვისწავლეთ მესამე მოდულის მნისვნელოვანი დავალებები.გმადლობ.

Sunday, October 14, 2018

დღე მეოთხე

წინა დღის რეფლექსიის შემდეგ ვისწავლეთ ანკეტის შევსება, ვისაუბრეთ საქარალდის შექმნასა და ატვირთვაზე და ა. შ. დიდი მადლობა, ბატონო დავით

Saturday, October 13, 2018

დღე მესამე

უპირველესად,აფერუმ თქვენ, ბატონო დავით! ტრენინგის ოთხ ნაწილში თანმიმდევრულად განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის განახლებული სიტყვები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები,ასევე მიმართულების მიმცემი სიტყვები,საკვანძო სიტყვები პრეზენტაციისთვის და მაგალითები,განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,გავაკეთეთ ბროშურები,ვისაუბრეთ დრაივ დისკზე და ა.შ.

Sunday, October 7, 2018

დღე მეორე

ვისაუბრეთ პროექტის სათაურსა და მოკლე შინაარსზე. გავეცანით პროექტის შაბლონს, ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალზე მიმოვიხილეთ სტანდარტები და ინდიკატორები, ასევე 21-საუკუნის მოსწავლის უნარ-ჩვევები.ვისწავლეთ სერთიფიკატის მომზადება და შენახვა სხვადასხვა გზით.